რუსთავში ცენტრალური მოედნის მოდერნიზაციისთვის პროექტირების ტენდერი გამოცხადდა

2026-05-17 14:11:27

რუსთავში თავისუფლების მოედნის სატრანსპორტო კვანძის გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესასყიდად მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

მგფ-მა ცენტრალური მოედნის მოდერნიზაციის პროექტრირებისთვის 190 000 ლარი გამოყო.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: "პროექტის მიზანს წარმოადგენს თავისუფლების მოედნის კვანძის რეკონსტრუქციის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება. საპროექტო გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო ნაკადების ეფექტური ორგანიზების საშუალებით კვანძის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ქვეითთა მოძრაობის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. დამატებით, მიზანია ურბანული სივრცის ოპტიმიზაცია არსებული „პიაცას“ ნაწილობრივი შენარჩუნებისა და შადრევნის ტერიტორიის
რაციონალური ათვისების გზით".