2026-05-13 19:01:39
რუსთავის საქალაქო სასამართლომ თაღლითობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.
"რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თაღლითობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ბრალდებული, რომელმაც თითქოსდა საზღვარგარეთიდან ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანის მოტივით, რვა დაზარალებულს მოტყუებით 223 890 ლარი გამოართვა და თანხას თაღლითურად დაეუფლა, დამნაშავედ ცნო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნათქვამია განცხადება.