2026-05-09 20:08:14
ქურდობის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XXI მიკრო-რაიონში 20 წლამდე ბიჭმა 3 მაღაზია ჯამში 10-ჯერ გაქურდა. ახალგაზრდა ძირითადად ძვირადღირებულ პროსუქტს იპარავდა, რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ რეალიზაციას უკეთებდა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.