რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგიის მიწოდება 7 საათით შეეზღუდება

2026-04-30 17:50:38

რუსთავში ელ. ენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ინფორმაციას კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათი ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს 11:10 საათიდან 18:30 საათამდე ელექტრო ენერგია რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ჩამოთვლილ ქუჩებზე: მე-11, სანაპიროს, ალუბლების, აღმაშენებლის.