2026-04-30 16:54:38
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარი იყო. [video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, ხანძარი თავდაპირველად კორპუსის მიმდებარედ, ეზოში შენახულ საწვავის კონტეინერს გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი გავრცელდა და პირველ სართულზე 2 ბინაში შეაღწია. ერთი ბინა მთლიანად დაიწვა, მეორე კი ნაწილობრივ.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.