2026-04-16 17:55:20
კომპანია ჯივიპი რუსთავი განცხადებას ავრცელებს.
"რუსთავი, მურმან ლებანიძის ქუჩა, N 26-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 17:15 საათიდან 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
7ა მკრ-ნი მთლიანად, მურმან ლებანიძის ქუჩა თავისი გასასვლელებით, ლომოურის 9, 9ა, 9ბ, 9გ, 15, 21, შარტავას 2ა, 2გ, 4, 4ის მიმდებარე და ჟ. შარტავასა და ლომოურის კვეთა მოლი", - ნათქვამია განცხადებაში.