2026-04-07 12:16:33
რუსთავში ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევები, და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) უფასო სკრინინგები ჩატარდება.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, უფასო სკრინინგის აქციები რუსთავში 16 და 24 აპრილს და 11 მაისს ჩატარდება.
16 აპრილს უფასო სკრინინგი ფიროსმანის ქ. N17, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრში ჩატარდება.
სხვა დღეებში კი ჯერ-ჯერობით ლოკაცია არ არის დაზუსტებული.
რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით: ტელ: 13 00
ელ. ფოსტა: rustavijandacva@gmail.com