რუსთავში, ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედი მოიპარეს

2026-04-01 19:02:26

რუსთავში ქურდობა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაჩაბლის ქუჩაზე არასრულწლოვანმა ველოსიპედი მოიპარა.

სამართალდამცავებმა მოზარდი ქურდობაში ამხილა, მოპარული ველოსიპედი კი მეპატრონეს დაუბრუნეს.