რუსთავში სახლის აივანზე ხანძარი გაჩნდა

2026-03-17 00:22:34

რუსთავში სახლის აივანზე ხანძარი გაჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუთავის" ინფორმაციით, მე-20 მკ\რ-ში, ერთერთი საცხოვრებელი სახლის აივანზე ცეცხლი წყლის გამაცხელებელს წაეკიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟები.

ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.