რუსთავში 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/მშენებლობა იგეგმება

2026-03-10 12:52:10

2026 წელს რუსთავში 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია იგეგმება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიაწოდეს.

ფონდმა 300 ბავშვზე გათვლილი N17 ბაღის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის უკვე გამოაცხადა ტენდერი.

ასევე იგეგმება N21 ბაღის მშენებლობაც, რომელიც 300 ბავშვზე იქნება გათვლილი. N31 ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქის მასშტბაბით აპირებს კიდევ ორი, 300 და 450 ბავშვზე გათვილილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას, თუმცა როდის გამოცხადდება ტენდერი და რა თანხაზე, უცნობია.