რუსთავში თაღლითობის ბრალდებით კაცი დააკავეს

2026-02-28 00:04:16

რუსთავში თაღლითობის ბრალდებით კაცი დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 40 წლამდე კაცი ავტომობილის ყიდვით დაინტერესებულებს თანხას ართმევდა, ჰპირდებოდა რომ სასურველ მანქანას ჩამოუყვანდა და შემდეგ პირობას არ ასრულებდა.

არსებული ინფორმაციით ბრალდებულმა რამდენიმე დამკვეთი მოატყუა და ათასობით ლარი მიითვისა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. პოლიციამ კაცი მალევე დააკავა.