რუსთავში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება 23:30 საათამდე შეეზღუდა

2026-02-26 15:13:42

კომპანია ჯივიპი რუსთავი განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავი XIV მიკრო რ-ნი N44-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 2/26/2026 13:30 დან 2/26/2026 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 14 მკრ-ნი N44,45,46,47,48, 15 მკრ-ნი N8,9,13, ჟ. შარტავას N5,7,9,11,13",- ნათქვამია განცხადებაში.