რუსთავში ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა

2026-02-15 16:22:18

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს "ჰონდასა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.