რუსთავი-თბილისის ავტობანთან სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იკრძალება

2026-02-15 13:34:03

19 თებერვლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობა იკრძალება.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, საავტომობილო გზების იმ მონაკვეთების ჩამონათვალში, სადაც სამშენებლო საქმიანობა მფლობელთან შეუთანხმებლად იკრძალება არის რუსთავი-თბილისის ავტობანიც, რომელიც თბილისი-წითელი ხიდი დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილია.

თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ12+800 - კმ57+000 მონაკვეთი.