2026-02-08 23:37:05
ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქალაქის შემოსასვლელიდან რამდენიმე მეტრში ერთმანეთს "მერსედესის" მარკის 2 ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.