2026-02-08 18:02:35
რუსთაველმა, რომან კალანდაძემ ამერიკის უნივერსიტში სწავლის გაგრძელებისთვის 100%-იანი (60 000$ ოდენობის) დაფინანსება მიიღო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ განაცხადა, რომ იგი მე-10 კლასიდან სწავლობს პენსილვანიის წამყვან სკოლაში (Lower Moreland High School-ში) და სამომავლოდ სწავლა ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტზე სურს. მან ჩააბარა მისაღები გამოცდები (SAT) და აპლიკაცია აშშ-ს 9 უნივერსიტეტში გააგზავნა.
ის უკვე მიიღეს ისეთმა რეიტინგულმა უნივერსიტეტებმა, როგორიცაა Drexel, Villanova, Virginia Tech, New York institute of technology, Lehigh, Pennn state და University Pittsburgh. მან მიიღო 100%-იანი დაფინანსება.
რომანი ფლორიდის უნივერსიტეტიდან პასუხს ელოდება და საბოლოოდ გააკეთებს თავის არჩევანს.