რუსთავში ელ. ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2026-02-08 17:07:29

რუსთავში ელ. ენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათი ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 თებერვალს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტრო ენერგია შეეზღუდება.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ჩამოთვლილ ქუჩებზე: დ/გარეჯის, მაიაკოვსკის, გაგარინის, ბათუმის, სააკაძის, ოსტროვსკის, ქაშაკაშვილის, სარაჯიშვილის.

ასევე ჩამოთვლილ ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 17:30 საათიდან 18:30 საათამდე.