2026-02-03 00:22:16
რუსთავში 20 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს და გააუპატიურეს. [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XXI მიკრორაიონში 30 წლის კაცმა საკთარი დის და მეგობარი ბიჭის დახმარებით გოგო რომელიც მოსწონდა ძალის გამოყენებით მსუბუქი ავტომობილით მოიტაცა და ერთერთ სოფელში მიმალვის მიზნით წაიყვანა.
გატაცებულ გოგოს ნათესავები ვერ უკავშირდებოდნენ რის შემდეგაც მათ პოლიციას მიმართეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 და 137-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.