2026-01-21 18:16:18
საქართველოში MMA-ს განვითარების მიზნით ორგანიზაცია ჯი-სი-ელი (GCL, Geotgian Combat League) შეიქმნა, რომლის ვიცე-პრეზიდენტი რუსთაველი გიორგი ბოჭორიშვილია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბოჭორიშვილმა განუცხადა, ორგანიზაცია პირველ ღონისძიებას რუსთავში, სპორტის სასახლეში ჩაატარებს.
ტურნირში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია. მისი მიზანია რეგიონებში ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა და მათთვის ისეთ პრესტიჟულ ორგანიზაციებში გაწევრიანების ხელშეწყობა, როგორებიც UFC და ბელატორია.
"რეგიონებში გვინდა აღმოვაჩინოთ ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებიც ჩვენი სპორტის სახეობით არიან დაინტერესებულნი. გვინდა ჩვენ ჩავაკითხოთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს".- განუცხადა გიორგი ბოჭორიშვილმა "ინფო რუსთავს".
GCL ტურნირებს ჩაატარებს ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. საბოლოო მეშვიდე შეხვედრა თბილისში ჩატარდება, რომელსაც ტიტულოვანი სპორტსმენები დაესწრებიან.