რუსთავში მილის გახეთქვის შედეგად ეზო იტბორება

2026-01-12 17:15:36

რუსთავში, ვაჟა ფშაველას 8 ნომერში, დაზიანებული საკანალიზაციო მილის გამო, ეზო იტბორება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოქალაქე, ედუარდ სალიბეგიანი დაუკავშირდა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ვაჟა ფშაველას 8 ნომერში გასკდა კანალიზაციის მილი, რის გამოც მიმდებარე ქუჩა და ეზოები იტბორება.

 "წლებია ეს პრობლემაა, ორი თვის წინ დავრეკეთ და მოვიდნენ გააკეთეს. ახლა კი ისევ იტბორება ეზო" - განაცხადა ედუარდ სალიბეგიანმა.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ოუთერ ენდ ფოვერ" ში განუცხადეს, პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან, მისამართზე გაგზავნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი და დაზიანებული მილის აღდგენას ახორციელებნ.