რუსთავში ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

2025-12-25 12:45:14

რუსთავში ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დაეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ტრანსპორტი დატოვეს მგზავრებმა და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.