რუსთავში რამდენი ლარია გამოყოფილი ლიფტების მოვლა-პატრონობა/რეაბილიტაციისთვის

2025-12-14 14:49:16

რუსთავში გაუმართავი ლიფტები ისევ პრობლემად რჩება. 

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მრავალსართულიან
საცხოვრებელ შენობებში ლიფტების მოვლა-პატრონობა/რეაბილიტაციისთვის 5 820 800 ლარია გამოყოფილი.

ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ: "ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების ოპერირების უზრუნველყოფა. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ რუსთავში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, თანამედროვე ლიფტები უზრუნველყოფენ კომფორტსა და საიმედოობას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შენობის ფუნქციონალურობას და მაცხოვრებლების უსაფრთხოებას".

ლიფტების მოვლა-პატრონობა/რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 5 820 800 ლარიდან 4 000 000 სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა.