რუსთავში N5 მუნიციპალური ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

2025-11-18 17:49:14

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო N5  მუნიციპალური ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი ავრცელებს.

"თბილისის ქუჩიდან მომავალი ავტობუსი,  ნაცვლად ფალიაშვილი-მელიქიშვილის ქუჩისა,  გაივლის წითელი ხიდის მაგისტრალს  და  გააგრძელებს მოძრაობას ლომოურის ქუჩისკენ.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის
",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბრიდან 1 კვირით ფალიაშვლზე ლუწი ნომრების მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.