რუსთავში კაცი ქალს პირადი ცხოვრების ვიდეოთი აშანტაჟებდა [video]

2025-10-19 00:58:23

რუსთავში კაცი ქალს პირადი ცხოვრების ვიდეოთი აშანტაჟებდა [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ვიდეო ქალს სავარაუდოდ მეგობარმა ქალმა გადაუღო, შემდეგ კი ასევე მეგობარ კაცს აჩვენა. 40 წლამდე კაცი, ახალგაზრდა ქალს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოთი აშანტაჟებდა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პროკურატურისთვის, რის შემდეგაც პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, ხოლო მეორე აღნიშნულ ვიდეოს უკანონოდ ინახავდა.

პროკურატურის თანამშრომლებმა ორივე პირი 18 ოქტომბერს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.