ივლისის თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა შემოწმება 19 სალონში ჩაატარა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრში განუცხადეს.
მათი ცნობით, 19 შემოწმებული სალონიდან პირველადი შემოწმება 2-ს ჩაუტარდა.
ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.