რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2025-06-20 17:56:32

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ჭყონდიდელის დასახლებაში, 60 წლამდე და 30 წლამდე კაცებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მოგვიანებით კამათში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.

60 წლამდე კაცმა 30 წლამდე კაცს, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

პაციენტის გადაყვანა, ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 60 წლამდე კაცი.