რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ზებრა გასასასვლეზე "ჰონდას" მარკის ავტომობილი 60 წლამდე ქალს დაეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.