სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს 03:00 საათიდან 05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: მეგობრობის, შარტავას, მესხიშვილის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 10:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში: მშვიდობის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.