რუსთავის შემოსასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ჯებირები გაანგრია და მეორე ხარისხოვან გზაზე ჩავარდა.
შემთხვევი დროს ავტომობილში 5 ადამიანი იჯდა, დაშავდა მხოლოდ ერთი.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განგვიცხადა, პაციენტს ზედა კიდურის ტრავმა აღენიშნება და ჩაუტარდება ოპერაცია.