რუსთავში, იპოდრომიდან ცხენები მოიპარეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, საცხენოსნო სკოლიდან, რომელიც მდებარეობს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, სამმა მამაკაცმა 4 ცხენი მოიპარა.
ცხენების ქურდობის ფაქტზე მალევე დაიწყო გამოძიება.
რუსთავის პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.