იტალიაში 32 წლის ქართველი დააკავეს

2026-11-27 13:08:48

იტალიის ქალაქ სკანზანო ჯონიკოში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს  32 წლის მოქალაქე დააკავეს.

მატერას პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, მამაკაცს წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და იტალიაში დაბრუნების სამწლიანი აკრძალვა ჰქონდა დარღვეული.

გამოძიების თანახმად, ორი მამაკაცი მაღაზიაში შევიდა და თაროებიდან სხვადასხვა პროდუქტი, ძირითადად კბილის პასტები მოიპარეს.

ერთ-ერთი მათგანი, დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა. ჩხრეკის შედეგად დაახლოებით 60 ევროს ღირებულების პროდუქცია აღმოაჩინეს.

საქართველოს მოქალაქე პოლიციამ ადგილზე დააკავა.