ბარსელონასთან ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი

2026-10-26 12:26:43

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, ავტობუსი 20 მეტრიანი სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ესპანური მედიის ცნობოთ, ავარიის შედეგად დაშავებული 83 ადამიანიდან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 18-ის - საშუალო სიმძიმის, 58-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი ვიწრო გზაზე მოძრაობისას გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 20-მეტრიანი ფერდობიდან გადავარდა.

ავარიის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.