2026-10-08 13:46:12
ართვინის პროვინციაში, ქალაქ ხოფაში, ესენქიის სატვირთო მანქანების სადგომთან, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, გორაკიდან დიდი კლდოვანი მასები მოწყდა და გაჩერებულ სატვირთო ავტომბილებს დაეცა.
თურქული მედიის ცნობით, 45 წლის კაცი, რომელიც სხვა მძღოლების დახმარებას ცდილობდა, ადგილზე გარდაიცვალა.
ახლოს მდებარე ინფრასტრუქტურა და რამდენიმე სატვირთო მეწყერმა დააზიანა.