ბუდაპეშტში საქართველოს 2 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს [Video]

2026-10-02 13:32:53

უნგრეთში, ბუდაპეშტში საქართველოს 2 მოქალაქე და ბულგარეთის მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს ">[Video]

ბუდაპეშტის მე-5 რაიონში ბუდაპეშტის პოლიციის შტაბის თანამშრომლებმა ანტიტერორისტული ცენტრის მხარდაჭერით 28 და 30 წლის საქართველოს მოქალაქეები და ბულგარეთის მოქალაქე დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები უნგრეთში სლოვაკეთიდან შევიდნენ და 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში ცხრა ქურდობა ჩაიდინეს.

მოპარულ ნივთებს შორის იყო ნაღდი ფული, სამკაულები, ძვირადღირებული საათები და ელექტრონული მოწყობილობები. პოლიცია მთლიან ზარალს თითქმის 17 მილიონ ფორინტ ფრანკად (134 ათასი ლარი) აფასებს.

სამართალდამცავებმა იპოვეს Toyota  RAV4 უკრაინული სანომრე ნიშნებით, რითიც ეჭვმიტანილები სავარაუდოდ მოპარულ ნივთების წაღებას ცდილობდნენ.

მამაკაცებისა და მანქანის ჩხრეკისას, აღმოაჩინეს სპეციალიზებული ხელსაწყოები, რომლებიც სავარაუდოდ შენობებში შეღწევისა და საკეტების გასაღებად გამოიყენებოდა, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები. ამოიღეს მოპარული ნივთების.

პროკურატურამ კაცები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ინფორმაციას უნგრეთის მედია ავრცელებს.