2026-10-02 12:55:17
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 24 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით ახალგაზრდას 8 არალეგალური ემიგრანტი გადაყავდა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი.
მოქალაქეები სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან იყვნენ და არ ქონდათ შესაბამისი დოკუმენტები.
გავრცელებული ინფორმაციით ადამიანები საბერძნეთში თურქეთის საზღვრიდან შევიდნენ.
საქართველოს მოქალაქე ადგილზე დააკავეს.