პოლონეთში ეკლესიაში 2 მღვდელი მოკლეს და 5 ადამიანი დაჭრეს

2026-09-24 17:21:43

პოლონეთში, ქალაქ იაროსლავში, ბენედიქტელი დების მონასტერში, დანით შეიარაღებულმა პირმა 2 მღვდელი მოკლა, 5 ადამიანი კი დაჭრა, მათ შორის, 3 სასულიერო პირი.

ფაქტზე 31 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მღვდელი მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

თავდამსხმელი მონასტრის ტერიტორიაზე მაჩეტეთი შეიარაღებული მაშინ შეიჭრა, როდესაც წირვა ტარდებოდა.

მეორე მღვდელს, რომელმაც გულ-მკერდისა და ქვედა კიდურების არეში მრავლობითი ჭრილობა მიიღო, ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოში მკურნალობას გადის კიდევ ერთი დაზარალებულიც, რომელსაც ჭრილობები გულ-მკერდსა და ზურგზე აქვს მიყენებული.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.