2026-08-27 12:58:32
გერმანიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთი კრიმინალური ორგანიზაციის წევრი იყო. დაკავებულს ბრალი ედება სამ მკვლელობაში, ერთ მკვლელობის მცდელობაში, ადამიანის გატაცებაში, აფეთქებებსა და სხვა დანაშაულებში, რომლებიც დაჯგუფებებს შორის დაპრისპირების დროს ჩაიდინა.
ეჭვმიტანილ მამაკაცებზე ევროპის ორდენით ძებნა იყო გამოცხადებული.
„ბერძნული FBI“-ის ცნობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით მათ, ბენზინგასამართი სადგურის წინ მსხვერპლს ჩაუსაფრდნენ და კალაშნიკოვის 97 ტყვიით, ნეოს კოსმოსში, მამაკაცი ჩაცხრილეს.
ინფორმაციას ბერძნული მედია "Politis.com" ავრცელებს.