2026-06-23 12:05:20
ევროპის რამდენიმე ქალაქში ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულზე ავიდა.
ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.
საფრანგეთში სიცხისგან 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.
სკოლები დაიხურა, ზოგმა სასწავლო გრაფიკი შეცვალა.
ცენტრალურ საფრანგეთში, პუატიეში, ტემპერატურამ 41.2 გრადუს ცელსიუსს (1947 წელს დაფიქსირებულ რეკორდს) გადააჭარბა.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება.