სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

2026-06-07 12:30:10

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლები 20:00 საათამდე შეძლებენ ხმის მიცემას.

ხმა უკვე მისცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის პარტიაც „სამოქალაქო კონტრაქტი“ 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის.

სომხური მედია წერს, რომ არჩევნების პარალელურად ქალაქ გიუმრიში ბლოკ „სომხეთის“ შტაბ-ბინაში ჩხრეკები და დაკავებები მიმდინარეობს.

დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი.

ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სომხეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმაც, სადაც ნათქვამია, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ მონაწილეობით ამომრჩევლის მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათივე ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ლორის პროვინციის რამდენიმე მაცხოვრებელს ქრთამი გადასცა არჩევნებში მისი ბლოკის სასარგებლოდ მიცემული ხმების სანაცვლოდ.