გერმანიაში შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს

2026-04-27 16:31:56

გერმანიაში სასაზღვრო შემოწმებაზე შეიარაღებული ძარცვისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას გერმანეული მედია "gea.de" ავრცეებს.

არსებული ინფორმაციით, სასაზღვრო შემოწმების დროს, ფრაილასინგის ფედერალური პოლიციის ინსპექციის თანამშრომლებმა გააჩერეს და დაკითხეს რამდენიმე პირი, რომლებიც დაპატიმრების ორდერით იძებნებოდნენ.

A8 ავტომაგისტრალზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ფედერალურმა პოლიციამ დააკავა 50 წლის ქართველი მამაკაცი, რომელსაც ტიუბინგენის პროკურატურა შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით ეძებდა.

გერმანელმა სამართალდამცავემბა მამაკაცი დააკავეს.