2025-12-16 17:11:07
თესალონიკში ქართველი მამაკაცი პარტნიორის კვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
44 წლის მამაკაცს ბრალად 34 წლის პარტნიორის ჩხუბის დროს თოკებით დახრჩობის მცდელობა ედება.
ინციდენტი კვირას, თესალონიკში, წარმოშობით უკრაინელი ქალის სახლში მოხდა. ოჯახური დაპირისპირების დროს მამაკაცი ქალს თოკით ახრჩობდა. შეთხვევას შეესწრო 14 წლის მოზარდი.
მამაკაცის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.