2025-11-27 12:55:17
ჰონგ-კონგში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს Wang Fuk Court-ში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 55 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 279 კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, დაკავებულები 52-დან 68 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან, რომლებიც საცხოვრებელ კომპლექსში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. ორი დაკავებული კომპანიის ხელმძღვანელია, ერთი კი ინჟინერის დამხმარეა.
"გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოავლინა უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია და გამოიწვია ხანძრის უკონტროლო გავრცელება, რის შედეგადაც მასშტაბური კატასტროფა მოხდა“, – განაცხადა ჰონგ-კონგის პოლიციის წარმომადგენელმა.
ხანძარს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის რვა კორპუსიდან შვიდი მოიცვა, 700-ზე მეტი ადამიანი აქრობდა. მეხანძრეები აქამდე ცდილობენ ცეცხლის რამდენიმე კერის ლოკალიზებას.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.