3 ადამიანი დაჭრეს

2024-04-17 17:26:20

თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი.

როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში.

“სროლის ხმა მომესმა. 5-6 გასროლის ხმა იყო. მეზობელმა როგორც მითხრა, ის, ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი, დანარჩენი 2, ვინც თავს იცავდა, მხარშია დაჭრილი. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს თვითმხილველი.