“დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა”

2024-05-01 01:27:53

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ს მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებკივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა.

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის 

დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. 

მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო  სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. 

ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.

სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე,  როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!" | ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში