აშშ-ს საელჩომ რუსთაველი პოლიციელი დააჯილდოვა.

2017-03-11 15:09:45

აშშ-ს საელჩომ რუსთაველი პოლიციელი მაია ფელიშვილი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ორდენით დააჯილდოვა. ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ  კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა. პირველი ორდენები კი სწორედ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს - მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს - კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და - თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.

რუსთაველი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გასულ წელსაც დააჯილდოვა.