რუსთაველი პოლიციელი დააჯილდოვეს (ვიდეო).

2016-10-25 17:13:25

ინგან საქმეთა მინისტრმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის რუსთაველი უბნის ინსპექტორი მაია ფელიშვილი დააჯილდოვა. გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“  პრეზენტაციისას სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა. მან სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხუთი თანამშრომელი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებითაც დააჯილდოვა, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორი- გამომძიებელი მაია ფელიშვილიც, რომელიც  უკვე მეათე წელია, რაც პოლიციაში მუშაობს და ამ დროის განმავლობაში  ოჯახში ძალადობის არაერთ ფაქტზე მოუწია მუშაობა. მაია ფელიშვილი  დღესდღეობით  ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში აქტიურადაა ჩართული.