"საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმება".

2017-03-06 20:36:54

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ინიციატივას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა - „საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და ამაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც იქნება განხილული. ჩვენ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს, ვასრულებთ და ვასრილებთ ძალიან კარგად. ჩვენ გვყავს 264 000 დევნილი რომელთაც 2/3 დღემდე არ მიუღიათ ბინები“.

შეგახსენებთ რომ საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნის ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.