შესაძლოა საქართველოში უცხოელი მიგრანტებისთვის ახალი ცენტრები აშენდეს.

2017-03-05 14:41:44

საინფორმაციო პორტალ Bild.de-ს ცნობით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის გახსნის სურვილი გამოთქვა. მისი ინიციატივით, აფრიკიდან და ახლო-აღმოსავლეთიდან დევნილი პირებისთვის განთავსების ცენტრები ევროკავშირის გარეთ, ისეთ ადგილებში უნდა გაიხსნას, როგორიც საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებია. „არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ სად განლაგდება დევნილთა ცენტრები,  გადამწყვეტია, რომ ეს ცენტრები დაცვის ფუნქციას შეასრულებენ და მათ ვინც ევროპაში უკანონო გზით ცდილობს შესვლას, უკან დააბუნებენ“ - განაცხადა სებასტიან კურცმა.