უმისამართოდ დარჩენილი ქანდაკებები.

2017-02-12 15:24:36

რუსთავის ცენტრალურ მოედანზე უკვე 7 თვეა 9 ქანდაკებაა განთავსებული. აღნიშნულ სკულპტურებზე მუშაობა ქართველმა მოქანდაკეებმა 2016 წლის აგვისტოში დაიწყეს.  რუსთავქალაქობის დღესასწაულზე კი მერიის მთავარ მოედანზე განათავსეს. როგორც თვითმმართველობა აცხადებდა, ქანადაკებები რუსთავქალაობის შემდეგ ქალაქის სხვადასხვა მისამართზე უნდა განთავსებულიყო, მათ შორის კოსტავას გამზირზეც.  ინფო რუსთავი“  საკითხით, თუ სად განთავსდებოდა ქანდაკებები,  რამდენჯერმე დაინტერესდა, როგორც სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“  ხელმძღვანელ, მარიკა ფიროსმანაშვილი ერთი თვის წინ  „ინფო რუსთავთან“ აცხადებდა, სკულპტურები, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე რუსთავის მასშტაბით უნდა განთავსებულიყო, თუმცა ქანდაკებები დღესაც იმავე ადგილას დგას და მათი განთავსების მისამართები და ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. შეგახსენებთ, 9 ქანდაკების დასამზადებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი იყო გამოყოფილი.