რა ბედი ელის მერიის წინ განთავსებულ ქანდაკებებს.

2017-01-12 16:22:45

რუსთავის მთავარ მოედანზე რამდენიმე თვეა 9 ქანდაკებაა განთავსებული. აღნიშნული  ქანდაკებები მერიის მოედანზე რუსთავქალაქობის დღეს  დაიდგა და მათი ქალაქის მასშტაბით განთავსება დაანონსდა. „ინფო რუსთავი“  საკითხთან დაკავშირებით „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“  ხელმძღვანელს, მარიკა ფიროსმანაშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ახლო მომავალში სკულპტურების განთავსება  სხვადასხვა მისამართზე იგეგმება, მათ შორის რამდენიმე ქანდაკება კოსტავას განახლებულ გამზირზე დაიდგმება. სკულპტურების განთავსება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე, კოსტავას ქუჩის საზეიმო გახსნამდე მოხდება. შეგახსენებთ, 9 ქანდაკების დასამზადებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი იყო გამოყოფილი.